გურამ მაჭარაშვილი – „ლელო“, გახარია, „ევროპული საქართველო“, ყველა არის იმ ხიდან წამოსული ყლორტი, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

ვინ ვისთან ერთიანდება ან როდის არ იყვნენ გაერთიანებული, „ნაცმოძრაობა“ რაც აქამდე იყო, დღესაც ის არის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ სურს ქუჩაში ხალხის დახოცვა, წამება, პატიმრების უფლებების შელახვა.

„ნაცმოძრაობა“ „ლელო“ არ არის? გახარია, „ევროპული საქართველო“? – ყველა არის ყლორტი წამოსული იმ ხიდან, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. ახლა ვინ სად გაერთიანდება, რომელ ხესთან და რომელ ყლორტთან, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საზოგადოებას არ სურს ქუჩაში ხალხის დახოცვა, წამება, პატიმრების უფლებების შელახვა. რა საერთო აქვს ვაშაძის პარტიას ევროინტეგრაციასთან. გამოსვლა აქვს ევროპული, მიზნები თუ რიტორიკა? – „ნაცმოძრაობამ“ საქართველო სწორედ პრორუსული პოლიტიკისკენ წაიყვანა. 2008 წლის რეზოლუციით დაწყებული რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემით დამთავრებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.