ირაკლი კობახიძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე: ეს არის კეზერაშვილის სიზმრები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს დავით კეზერაშვილის სიზმრები უწოდა.

მისივე თქმით, ეს კვლევა სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი.

„რაც შეეხება „ედისონ რისერჩს“, მე არ ვაპირებ ამ კვლევებზე კომენტარის გაკეთებას. ეს არის კეზერაშვილის სიზმრები. რაც აწყობს და აინტერესებს, იმას აწერინებს. სისხლიანი ფულით არის შეკვეთილი ეს კვლევა, ამიტომ ლოგიკურია ის ციფრები, რომლებიც ქვეყნდება ამ კომპანიის მიერ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.