სომხური მხარე აცხადებს, რომ ერევანმა და ბაქომ კომუნიკაციების განბლოკვის თანმიმდევრობის საკითხში კონსენსუსს მიაღწიეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა „მნიშვნელოვან კონსენსუსს“ მიაღწიეს იმ საკითხში, რომ კომუნიკაციების განბლოკვა რკინიგზის ერასხ-ჯულფა-მეგრი-გორადიზი-ს გაშვებასთან ერთად დაიწყება.

განცხადებას ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი აკეთებს.

“მე ეს ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება, რადგან კონკრეტულად გასაგებია, თუ რის გარშემო მიმდინარეობს მსჯელობა. ვთვლი, რომ საბოლოო აღქმა იმისა, რომ რეგიონული კომუნიკაციები უნდა იყოს იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, რომლის ტერიტორიაზე გაივლის გზა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური შეთანხმებაა “, – განაცხადა მჰერ გრიგორიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ შაჰინ მუსტაფაევისგან უკვე მიიღო დადებითი პასუხი საზღვრების დელიმიტაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრის ორგანიზებაზე.

“ჩვენ მივიღეთ დადებითი პასუხი, მაგრამ შეხვედრის ადგილსა, დროზე და ადგილზე შეთანხმება ჯერ არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს დროს მოხდება. საუბარია დელიმიტაციის კომისიების შეხვედრაზე “, – დასძინა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერმა.