დიდი ალბათობით, უყრაინა ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადას აღარ გააგრძელებს. კონტრაქტის 5-წლიანი ვადა მომავალ წელს იწურება, – განაცხადა Financial Times-თან მიცემულ ინტერვიუში უყრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უყრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემა ერთ-ერთი უკანასკნელი არტერიაა, რომლის მეშვეობით რუსული გაზი ევროპას მიეწოდება და ამ კონტრაქტის ვადის გაგრძელების პერსპექტივა თითქმის არ არსებობს.
„მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ორმხრივ საფუძველზე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვამზადებთ სისტემას მიწოდების შემცირებისთვის“, – განაცხადა გერმან გალუშენკომ.