ყირიმისა და ხერსონის დამაკავშირებელ ხიდზე უყრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა

უყრაინის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა ხიდზე, რომელიც  ყირიმს ხერსონთან აკავშირებს.  ხერსონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიევმა ბრიტანული წარმოების რაკეტა გამოიყენა.

ერთი დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით ყირიმზე თავდასხმას მოსკოვი ამ ორი ქვეყნის ომში პირდაპირ ჩართვად შეაფასებდა.