კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ 5 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 70 257 681 ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 31 468 750 ლარი იყო. გამოდის, რომ წლიურად გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2.2-ჯერ ანუ 123%-ით გაიზარდა.
ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანი 200 736 სატვირთომ გადაკვეთა, მაშინ როცა 2022 წლის 1-ელ 5 თვეში დერეფანში 157 343 სატვირთომ გაიარა. შედეგად, წლიურად 27%-ით მეტმა სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა საქართველოს დერეფანში.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.