ფინეთის პოზიცია ნათელია, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი გაფართოების მიმართ, როდესაც ქვეყნები კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკრეუტზმა განაცხადა.
იგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა.
„ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც არის პროგრესის ნიშნებს ვხედავთ. ფინეთის პოზიცია ნათელია, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი გაფართოების მიმართ, როდესაც ქვეყნები კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პროცესი განსაზღვრულია და ნათელია. ეს ნამდვილი პროცესია და გვაქვს იმედი, რომ განაპირობებს კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და საბოლოოდ მივაღწევთ იმ სიტუაციას, როდესაც ევროკავშირი შეძლებს გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას. ფინეთი მიესალმება ახალ წევრებს და ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი გაფართოების მიმართ“, – განაცხადა ანდერს ადლერკრეუტზმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედური ანგარიშს ელოდება. დღეს სტოკჰოლმში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად, ასოცირებული ტრიოს მიერ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებს.