ლონდონში, „კასპიის პოლიტიკის ცენტრმა“ (CPC), პირველი „კასპიის კორიდორის ქვეყნების დამაკავშირებელი კონფერნეცია“ გამართა

მიმდინარე წლის 20 ივნისს, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ – ლონდონში, „კასპიის პოლიტიკის ცენტრმა“ (CPC), პირველი „კასპიის კორიდორის ქვეყნების დამაკავშირებელი კონფერნეცია“ გამართა.

აღნიშნულ კონფერენციას, სადაც კასპიის კორიდორის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ესწრებდონენ მთავრობის წარმომადგენლები და ბიზნესის ლიდერები გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან და კასპიის კორიდორის ქვეყნებიდან.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კასპიის პოლიტიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა – ეფგან ნიფტიმ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის ელჩმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – დევიდ მორანმა, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის მოადგილე – ჯოშუა ვოლცმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტმა – ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ელჩებმა.
კონფერენციის ფარგლებში, CPC-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის – დოქტორ როჯერ კანგასის ხელმძღვანელობით მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილებდნენ Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი – მამუკა მურჯიკნელი, ბაქოს საერთაშორისო პორტის გენერალური დირექტორი – დოქტორი ტალეჰ ზიადოვი და ბრიტანული პოლიტიკური რისკების მენეჯმენტ კომპანია „PRISM“-ის ანალიტიკის ხელმძღვანელი – ბენ გოდვინი.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკის, ინვესტიციების და განვითარების საკითხები კასპიის რეგიონში – თუ როგორ შეიძლება კასპიის ქვეყნები იქცეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების პერსპექტიულ ცენტრად, შუა დერეფანში სატრანსპორტო კავშირებისა და ტრადიციული და განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარებით.

მამუკა მურჯიკნელმა მონაწილეებს გაუზიარა მოსაზრებები საქართველოს პერსპექტივის შესახებ რეგიონული კავშირის სფეროში:

„ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ მეტი ტვირთის გატარება და მეტი ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაში, ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ“, – თქვა მან.

„ჩვენ ვაპირებთ აღნიშნულ პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას, რაც მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას.“

„მოხარულები ვართ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ბაქოს პორტთან თანამშრომლობით, რომელთანაც ყოველდღიურად ვურთიერთობთ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და გავიზარდოთ, რადგან პორტები და რკინიგზა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ტვირთის ჩვენი მიმართულების გამოყენებით გადაზიდვაში“, აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა.

რაც შეეხება მეორე მრგვალი მაგიდის დისკუსიას, რომელზეც კასპიის ქვენყნებს, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ენერგეტიკისა და ენერგო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა განიხილეს, მას „CPC“-ის აღმასრულებელი დირექტორი – ეფგან ნიფტი ხელმძღვანელობდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: „USAID”-ის განვითარების უფროსი მრჩეველი – დოქტორი ერიკ რუდენშიოლდი, „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე – ვიტალი ბაილარბაიოვი, საერთაშორის საინვესტიციო კომპანია „Centricus”-ის პარტნიორი – ჰალილ ემესენი და „BP“-ის უფროსი საერთაშორისო მრჩეველი – დოქტორი მაიკლ დენისონი.

კასპიის პოლიტიკის ცენტრის შესახებ

კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში. კასპიის რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების საკითხები ცენტრის ცენტრალურ კვლევით ფოკუსს წარმოადგენს. CPC მიზნად ისახავს გახდეს პირველადი კვლევისა და დებატების პლატფორმა კასპიის რეგიონში შესაბამისი პუბლიკაციებით, ღონისძიებებით, პროექტებით და მედია პროდუქციით, რათა გაზარდოს ცნობადობა კასპიის რეგიონის შესახებ.

ინკლუზიური, მეცნიერული და ინოვაციური მიდგომით, კასპიის პოლიტიკის ცენტრი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ხმები აკადემიის, ბიზნესისა და პოლიტიკის სამყაროდან, როგორც რეგიონიდან, ასევე ქვეყნის დედაქალაქიდან, ურთიერთქმედებენ, რათა შეიმუშაონ განსხვავებული იდეები და შეხედულებები კასპიის ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხეზე.