ნეოლიბერალიზმმა ქართველების ყველა ისტორიული მტრის და დამაწყევარის მრავალსაუკუნოვანი ოცნება განახორციელა საქართველოში- გურამ ქართველიშვილი

რეჟისორი, პოეტი, პუბლიცისტი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

— ხვალინდელობა დღევანდელობის შვილია —

ნეოლიბერალიზმმა ქართველების ყველა ისტორიული მტრის და დამაწყევარის მრავალსაუკუნოვანი ოცნება განახორციელა საქართველოში. ერი უკვე ისეა გადაგვარებული, ეროვნულ აზროვნებას მოწყვეტილი და მსოფლიოში გაფანტული, როგორც ამას ,,შაჰ აბასები”, ,,თემურ ლენგები”, ,,არღუთიანც — ვაზგენები” და ნიკიტა ხრუშჩოვები ინატრებდნენ. სულ ცოტაც და ქართველების მოთხრის პროცესი წარმატებით დასრულდება. ჯერ კიდე ფართხალებს ქართული სული ერში. ხოლო როცა უფროსი თაობები წავალთ და საქართველოს სოროსის პროდუქტები დარჩებიან ,,შვილებად”, ათასწლოვანი მტრის გეგმა: — ,,საქართველო უქართველებოდ” აღსრულებული იქნება, რადგან ისტორიამ დაამტკიცა, რომ გადაგვარებული ქართველი მტერზე უარესია თავისი ქვეყნისთვის.
ასეთ ფონზე კი ერი კვლავ ქართველთმოძულე პარლამენტის ასარჩევად ემზადება, ხოლო გადამგვარებულ სოროსულ სკოლებში რომ ეზრდება მომავალი ეს მწარე რეალობა არ ადარდებს არავის: – არც ერში და არც ბერში. არადა ათასწლეულების მანძილზე ჩვენი დედა ეკლესია იყო ერში რწმენის სიმტკიცესთან ერთად განათლების აქტიური შემტანიც.
მძიმე ხვალე გველოდება, ბედოვლათური დღევანდელობის გამო.

გურამ ქართველიშვილი

წყარო