ინტერნეტ-პორტალი “Politicano” დიდი სამამულო ომის შემდგომ პერიოდს იხსენებს, როდესაც 1946 წელს აშშ-ში გენერალ ეიზენჰაუერის (შემდგომში უკვე აშშ-ს პრეზიდენტი) შტაბმა შეიმუშავა გეგმა სახელად «Totality»:
აშშ-ში არსებობდა სამხედრო გეგმები საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის შესახებ.
1945 წლის 15 სექტემბერს, მეორე მსოფლიომი ომის დე ფაქტო დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ და ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომვებიდან ერთი თვის მერე, ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ლორის ნორსტედმა გენერალ ლესლი გროუვსს გაუგზავნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, სადაც პირველად გამოჩნდა სამიზნე გეოგრაფიული ადგილები აშშ-ს ატომური თავდასხმის შემთხვევაში საბჭოთა კავშირზე. (ასევე განიხილებოდა ჩინური მანჯურიის ატომური დაბომბვის შესაძლებლობაც)
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამერიკელები მინიმუმ 123 ბომბის გამოყენებას აპირებდნენ, ხოლო ოპტიმალურ სიტუაციაში 466-ის. დასაბომბი ადგილების სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოსკოვი, ბაქო, ნოვოსიბირსკი, გორკი, სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, ომსკი, კუიბიშევი, კაზანი, სარატოვი, მოლოტოვი, მაგნიტოგორსკი, გროზნო, ნოვოკუზნეცკი და ნიჟნი ტაგილი.
1946 წელს, ირანის კრიზისის დროს გენერალ ეიზენჰაუერის (შემდგომში უკვე აშშ-ს პრეზიდენტი) შტაბმა შეიმუშავა გეგმა სახელად «Totality», რომელიც ითვალისწინებდა 20-30 ატომური ბომბის ჩამოგდებას 20 საბჭოურ ქალაქში: მოსკოვი, გორკი, სვერდლოვკსი, ნოვოსიბირსკი, ომსკი, სარატოვი, კაზანი, ლენინგრადი, ბაქო, ტაშკენტი, თბილისი, ჩელიაბინკსი, ნიჟნი ტაგილი, მაგნიტოგორსკი, გროზნო, ირკუცკი, იაროსლავლი.