საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი” და ,,სადახლო საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 40872,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 406,8 გრამი) აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6154.73 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.