საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალმა დემოკრატებმა“ გაიმარჯვა.
მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40,5 პროცენტი მიიღო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის მემარცხენე კოალიციამ კი ხმათა 17 პროცენტის მოპოვება შეძლო.