ხელვაჩაურში და აჭარის რეგიონში არის სისტემური კორუფცია. პოლიციის უფროსი, მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ძალადობენ მოქალაქეებზე და ემუქრებიან ამა თუ იმ ნივთიერებების ჩადებით, – ამის შესახებ ხელვაჩაურის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიშა ბოლქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მერს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„რუსულ ოცნებას“ არ უნდა, რომ მოისმინოს ის კითხვები, რაც აქვთ მოქალაქეებს, რაც აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ აუცილებლად, როგორც წინა მერს მოუწია სასამართლოს, პროკურორის წინაშე პასუხების გაცემა, იგივე მოუწევს ახლანდელ მერსაც. პოლიციის უფროსი, მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ძალადობენ მოქალაქეებზე. დღეს ისევ არიან ადამიანები გაფორმებულები და სამსახურებრივ მოვალეობებს არ ასრულებენ, დამატებით მილიონებს შოულობენ. ჩვენ ამას არ შევარჩენთ. პროკურატურაში გვაქვს ბევრ წერილი შეტანილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის მიღება-ჩაბარებაც მოხდა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა“-განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.
მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია მხოლოდ ნახევარ მილიონიან პროექტზე, ხოლო 30 მილიონზე მეტი არის გაფლანგული.
„არა მხოლოდ წყლის სისტემებზე, ყველგან საშინელი მდგომარეობაა და ამიტომ სასწრაფოდ ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში. პუტინის მმართველობა იცვლება, შეიცვლება ივანიშვილის მმართველობაც, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ამ კორუმპირებულებს გააძევებენ.
როდესაც მერი და მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულები არიან დაესწრონ სხდომებს და მოქალაქეებს პასუხები გასცენ, იმალებიან და ვიღაც ადამიანებს სვამენ იმისთვის, რომ საკრებულოს წევრებს მიაყენონ შეურაცხყოფა“, – განაცხადა მიშა ბოლქვაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.