იაგო ხვიჩია – არ მესმის, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ გაჯეჯილება რატომ არის

არ ვიცი, „ქოცებმა“ იმაზე მეტი როგორ უნდა გაიჯეჯილონ, ახლა რომ ჯეჯილობენ. აქედან გამომდინარე, არ მესმის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაჯეჯილება რატომ არის და რატომ არ არის მცირე სიხარულის მომტანი ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, „ქოცები“ ბოლომდე გადაჯეჯილდებიან“.

„ვისაც „ქოცების“ გაჯეჯილების ეშინია, იმ ხალხს ვეტყოდი, რომ „ქოცები“ უკვე ჯეჯილობენ. შესაბამისად, სტატუსი „ქოცებს“ არ ეხება, რადგან მათ უკვე რაც განახორციელეს, იქიდან გამომდინარე, დასავლეთის მიმართ მათ სიყვარულს არავინ დაიჯერებს. ვის-ვის და ამ ყველაფრის მიხვედრა უგულავას არ უნდა გაუჭირდეს. ალბათ ფიქრობს, რომ კიდევ მეტად გაჯეჯილდებიან, მაგრამ ამაზე მეტად რომ გაჯეჯილდნენ, ხალხი დაამხობთ და, ჩემი აზრით, ეს არ აწყობთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.