პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის ახალ კანონზე ვეტოს დასადებად, დრო ხვალ საღამომდე აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას ვეღარ წარადგენს და ბერკეტი მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს მისი პოზიციების და განცხადებების გამო სჯის. მმართველი გუნდის მტკიცებით კი, ისინი მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. სალომე ზურაბიშვილს, ვეტოს დასადებად, დრო ხვალ საღამომდე აქვს.