ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც გამოიწვია კახოვკის წყალსაცავის დანგრევამ, როგორც ყოველთვის, როდესაც ხდება უკრაინასთან დაკავშირებული კატასტროფები, დასავლური მასმედიის მიერ რუსეთს ბრალდება. მაგრამ უმჯობესია, ფაქტები განვიხილოთ.
ფაქტები კი ასეთია:
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და დამბის მარცხენა სანაპირო უბრძოლველად დაიკავეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველსავე დღეს – 2022 წლის 24 თებერვალს. უკან დახევისას, უკრაინელმა მენაღმეებმა დანაღმეს მხოლოდ ჩრდილოეთ ყირიმის არხის რაბების მექანიზმები, მაგრამ აფეთქება თავიდან იქნა აცილებული.
იმავე 2022 წლის ზაფხულიდან, უკრ.შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ქალაქ ნოვაია კახოვკასა და ჰიდროელექტროსადგურის რეგულარული დაბომბვები;
11 ივლისი – ჰიდროელექტროსადგურს დაარტყეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ით;
18 ივლისი – ჰიდროელექტროსადგურზე საარტილერიო დარტყმით დაზიანებულ იქნა გემთმავალი რაბის სადისპეჩერო;
24 ივლისი – ელექტროსადგური ისევ HIMARS-ით დაიბომბა;
26 ივლისი – ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს მსხვილკალიბრიანი ჭურვები მოხვდა;
29-30 ივლისის ღამე – ჰიდროელექტროსადგურის კვლავ HIMARS-ით დაბომბვა;
5 აგვისტო – ჰესი დაიბომბა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით HIMARS და Ольха, ასევე სარაკეტო კომპლექსით ТочкаУ;
7 აგვისტო – HIMARS-ით დაბომბვა;
9 აგვისტო – კაშხალს კვლავ მოხვდა ჭურვები;
12 აგვისტო – უკრაინის მხრიდან სროლის შედეგად, ექვსიდან სამი ტურბინა მწყობრიდან გამოვიდა, ჰესის სიმძლავრე განახევრდა და მისი ფუნქციონირება ავარიულ რეჟიმში გადავიდა;
18 აგვისტო – კაშხალი დაიბომბა მსხვილკალიბრიანი ჭურვებით;
19 აგვისტო – დაბომბვა განმეორდა კომპლექსებით Ольха და ТочкаУ;
20 აგვისტო – ჰესმა სარაკეტო დარტყმა მიიღო;
24 აგვისტო – მასობრივი დაბომბვა HIMARS-ებით;
27 აგვისტო – განმეორდა დაბომბვები Ольха და ТочкаУ-ს საშუალებით;
28 აგვისტო – ამჯერად, ადგილი ჰქონდა HIMARS-ით დაბომბვას;
29 აგვისტო – კვლავ HIMARS-ები;
30 აგვისტო – სარაკეტო დარტყმა;
1-ლი სექტემბერი – დაბომბვა HIMARS-ით;
2 სექტემბერი – ჰესი მსხვილკალიბრიანი ჭურვებით დაიბომბა;
5 სექტემბერი – სარაკეტო დარტყმა;
6 სექტემბერი – ისევ სარაკეტო დარტყმა ჰესზე, ისევ HIMARS-ით;
10 სექტემბერი – HIMARS-ის ტიპის რაკეტები ამჯერად, ჰესთან ერთად, ქალაქ ნოვაია კახოვკაშიც ჩამოვარდა, კაშხალი ამჯერად გადარჩა დაბომბვას;
18 ოქტომბერი – სპეცოპერაციის იმჟამინდელმა სარდალმა ს. სუროვიკინმა (რუსეთი) გამოაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა HIMARS-ის საშუალებით დააზიანეს ანტონოვის ხიდი და კახოვკის ჰესის კაშხალი;
21 ოქტომბერი – რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში გაავრცელა წერილი, რომელშიც საბჭოს წევრებს მოუწოდა უკრაინის მხრიდან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე პროვოკაციის მოწყობის თავიდან ასაცილებელი ზომების მიღებისკენ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები ხუთი თვის მანძილზე ესვრიან ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქ ნოვაია კახოვკას. დღე-ღამეში ფიქსირდება 120-ამდე რაკეტის მოფრენა“;
24 ოქტომბერი – ჰესსა და ნოვა კახოვკას რაიონში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას HIMARS და Ольха ესროლეს;
6 ნოემბერი – ჰესი დაიბომბა HIMARS-ის ტიპის ექვსი რაკეტით, რომელთაგან ერთი მათგანი მოხვდა რაბის ჭიშკარს, რომელსაც დაზიანება მიადგა;
17 ნოემბერი – უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები გავიდნენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, მის მთელ სიგრძეზე, მათ შორის, კახოვკის ჰესის რაიონში.
მთლიანობაში, 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომის განმავლობაში, კახოვკის ჰესზე მარტო HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, სამასამდე რაკეტა იქნა გამოშვებული. იმავე წლის 29 დეკემბერს გაზეთმა „The Washington Post” გამოაქვეყნა უყრაინის გენერალ-მაიორ ანდრეი კოვალჩუკის განცხადება, როდესაც ეს უკანასკნელი ხერსონის ოლქში განლაგებულ ჯარებს მეთაურობდა:
„ჩვენ განვახორციელეთ საცდელი დარტყმა ნოვოკახოვკის დამბის ერთ-ერთ სარაბე ჭიშკარზე HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან და მეტალში სამი ხვრელი გავაკეთეთ. ეს იმიტომ, რომ გვენახა, შეძლებს თუ არა დნეპრის წყალი საკმარისად აწევას რუსეთის გადაზიდვების დასაბლოკად, მაგრამ ამავე დროს, არ დატბოროს მიმდებარე რაიონები. ცდამ წარმატებით ჩაიარა“. გენერალმა აღნიშნული „ცდის“ ჩატარების თარიღი არ დაასახელა.
2023 წლის 14 მარტს ნოვაია კახოვკის რაიონის მეთაურმა ვლადიმირ ლეონტიევმა განაცხადა, რომ ჰესი არა მხოლოდ რეგულარულ დარტყმებს განიცდის, არამედ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები მუდმივად ცდილობენ მის ტერიტორიაზე და კაშხალზე შეღწევას. მისი თქმით, აქტიურად მოქმედებენ სნაიპერებიც, რომლებიც არ იძლევიან საშუალებას, ჰესზე ჩატარდეს ჰიდრო-ტექნიკური სარემონტო და გეგმიური სამუშაოები.
სწორედ ასეთმა მეთოდურმა შეტევებმა ჰესზე განაპირობა მისი კონსტრუქციების ნგრევა 2023 წლის 6 ივნისს, რომელსაც კახოვკის წყალსაცავიდან წყლის უკონტროლო მოვარდნა მოჰყვა დნეპრის ქვედა წელზე.