მაკა ბოჭორიშვილი – პრეზიდენტისგან არაერთხელ ვიხილეთ უსამართლო ვეტო, მორიგ ვეტოზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის პასუხი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, ცესკო-ს დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი.

„პრეზიდენტის მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ საკმაოდ უსაფუძვლო და უსამართლო ვეტოები. პრეზიდენტის მორიგ ვეტოს გავეცნობით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს ამის საპასუხო, თუმცა ცესკო-ს დაკომპლექტების დღეს მოქმედი წესი არის გაუმართლებელი. ფერხდება სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობა. მნიშვნელოვანია, ცესკო-ს მუშაობა გამართული იყოს, რათა ქვეყანაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, ადმინისტრაცია ფუნქციონირებადი იყოს. ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც საქართველოს ინტერესებს სჭირდება“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო.