პარლამენტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა

პარლამენტმა 81 ხმით, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა.

ცვლილების თანახმად, ნაცვლად 2023 წლის 1 ივლისისა, 2024 წლის 1 მაისამდე სახელმწიფო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ და დაამტკიცონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა.