რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რაც უფრო მეტ ხანს დააყოვნებს უკრაინა და დასავლეთი მშვიდობიანი მოგვარების საკითხს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება.
ლავროვის თქმით, დასავლეთი და უკრაინა უარს ამბობენ მოლაპარაკებებზე.
„რა თქმა უნდა, დასავლეთი უკრაინის „მფარველია“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მიმდინარე წლის 24 ივნისს შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა, რომ ჩვენ წინაშე დგას მთელი დასავლეთის ეკონომიკური, სამხედრო და საინფორმაციო მანქანა. დასავლეთის გარეშე ეს ომი არ მოხდებოდა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღწეული“, – აღნიშნა ლავროვმა.