ცნობილი გერმანული ბრენდები – Galeria, Peek&Cloppenburg, Gerry Weber, Reno – ყველანი ერთ ბედს იზიარებენ, კერძოდ – გაკოტრებას. ეკონომიკის სტატისტიკური ორგანიზაცია Creditreform იუწყება, რომ კომპანიათა გაკოტრების მაჩვენებელი 2023 წლის პირველ ნახევარში, ბოლო 20 წლის მანძილზე, ყველაზე მაღალია და, წინა წელთან შედარებით, 16,2 პროცენტით მეტია.
ამის მიზეზად სახელდება “კორონას” გამო გახარჯული თანხები, მაგრამ ასევე ენერგიაზე და მასალებზე უსაშველოდ გაზრდილი ფასები (რაც, რა თქმა უნდა, რუსეთთან დაპირისპირებამ უკიდურესაც გაამწვავა!).
2023 წლის პირველი ნახევრის შედეგი – 8400 გაკოტრებული კომპანია, საშუალო ფენის წარმომადგენელი ფირმები, რომლებიც გერმანიის ნაქები ეკონომიკის საფუძველს შეადგენენ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია მომავალ თვეებში გაგრძელდება, შესაძლოა, უფრო დაჩქარდეს კიდეც.