ჩინეთის საჯაშუშო ბუშტს, რომელიც წლის დასაწყისში აშშ-ის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა, ქვეყნის თავზე ყოფნისას ინფორმაცია არ შეუგროვებია, – ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
„ჩვენი შეფასებით, აშშ-ის ტერიტორიაზე ფრენის დროს მას არ შეუგროვებია ინფორმაცია“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ბუშტი კანადისა და აშშ-ის საჰაერო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ ის ამერიკელმა სამხედროებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით საჰაერო ძალებმა არ ჩამოაგდეს.