ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს ჩრდილოეთის მიმართულების გაძლიერება დაავალა

უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გამართა, რომელზედაც ფრონტის ჩრდილოეთ მიმართულების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.

ზელენსკიმ მოისმინა ანგარიში შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისგან, სახმელეთო ჯარების მეთაურ ალექსანდრე სირსკისგან, ტავრიის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურ ალექსანდრე ტარნავსკისა და გაერთიანებული ძალების მეთაურ სერგეი ნაევისგან.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია, უყრაინული ძალების წინსვლის საკითხი, ოპერაციების გაძლიერება დამატებითი საარტილერიო სისტემებით და ჭურვებით და უყრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის, უყრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უყრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მოხსენებები ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„შტაბის გადაწყვეტილებით – მთავარსარდალ ზალუჟნისა და “ჩრდილოეთის” მეთაურ ნაევის დაევალათ, განახორციელონ ღონისძიებების კომპლექსი ამ მიმართულების გასაძლიერებლად“, – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.