პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაცია არ სრულდება.
„არ სრულდება 12 რეკომენდაცია, ეს იყო ვარჰეის განცხადება. ეს არის ევროკომისიის განცხადება და რაც არ უნდა პრეზენტაციები აკეთოს ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ეს რეკომენდაციები პრეზენტაციებით ვერ შესრულდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
4 ივლისს, 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციას გამართავს. ირაკლი კობახიძე წარადგენს ანგარიშს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე.