თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპი ბრიფინგის ოთახს რამდენიმე წუთში დაუბრუნდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„თეთრ სახლთან სროლა იყო. როგორც ჩანს, სიტუაციას ძალიან კარგად აკონტროლებენ. ვიღაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ მაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა,”- განაცხადა ჟურნალისტებთან დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა.
“აიპიენი”