ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი ქარის ტურბინა დაიდგა

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფუჯიანის პროვინციაში მსოფლიოში უდიდესი, 16-მეგავატიანი ქარის ტურბინა განთავსდა.

ეს Zhangpu Liuao-ს ქარის ფერმის ნაწილია. პროექტის საერთო ღირებულება 885 მილიონი ამერიკული დოლარია.

ტურბინა China Three Gorges Corporation-მა და Goldwind Technology-იმ დააპროექტეს. მისი როტორის დიამეტრი 252 მეტრია, მისი სიმაღლე კი 146 მეტრს შეადგენს, რაც 50-სართულიან შენობას უტოლდება.

ერთ 16-მეგავატიან ტურბინას 66 გიგავატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლება წლიურად. მთლიანი ფერმის სიმძლავრე 400 მეგავატი იქნება და წლიურად 1.6 ტერავატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც 500,000 ტონა ქვანახშირისა და 1.36 მლნ ტონა გამონაბოლქვის შემცირებას გახდის შესაძლებელს.