აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.
„ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ძმომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასა და ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავებას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.
“იმედი”