საქართველოში მიკრობანკების ლიცენზირება იწყება

საქართველოში მიკრობანკების ლიცენზიების აღების წესი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

მიკრობანკების ლიცენზირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკების ლიცენზირების საკითხებს, ასევე უცხოური სანდო ბანკის შვილობილ კომპანიაზე, უცხოური კომერციული ბანკის/მიკრობანკის ფილიალსა და შვილობილ მიკრობანკზე ლიცენზიის გაცემის წესს.

ბრძანების მიხედვით, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. ამასთან, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.