თინა ბოკუჩავა – უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის დასანქცირება საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინის მხრიდან ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ დაიცვას დასავლეთის სანქციების რეჟიმის რუსეთის წინააღმდეგ, ქართული კომპანია სანქციების სამიზნე თავად ხდება.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტს სანქცია დასავლეთიდანაც არ მოჰყვება.

„ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო რუსეთს უწესებს სანქციებს, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ დაიცვას დასავლეთის სანქციების რეჟიმის რუსეთის წინააღმდეგ. თავად ხდება ქართული კომპანია სანქციების სამიზნე უკრაინის მხრიდან. იმედი მაქვს, ამას არ მოჰყვება დასავლეთის მხრიდან სანქციებიც. ვიცით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების მიზნით. ეს სტრატეგიულად ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პუტინის რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ სწორედ უკრაინასთან ერთად უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და შევიდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში. ნაცვლად იმისა, რომ ახლა საქართველოსა და უკრაინას ერთიანი პოლიტიკა ჰქონდეთ ამ თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ ქართული კომპანიები ხდებიან უკრაინული სანქციების სამიზნე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.