“ბელარუსის დედაქალაქში არეულობები ქვეყნის გარედან იმართება, ერთ-ერთი მათგანი ჩეხეთია”, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
Sputnik Беларусь-ი ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვების ციტირებას ახდენს:
“სატელეფონო საუბრების მოსმენით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ბელარუსის ე.წ. ოპოზიციის გაერთიანებულ შტაბს მართავს არის ჩეხეთი. ამ ცხვრებმა (ოპოზიციას გულისხმობს. რედ) არც კი იციან რა უნდათ. მათი მოთხოვნები ქუჩებში ხალხის მაქსიმალურად გამოყვანა და ხელისუფლებასთან ძალაუფლების ნებაყოფლობით გადაბარებაზე მოლაპარაკებბების დაწყებაა.
ანუ, მე, ლუკაშენკომ, ვარ რა სახელისუფლებო ვერტიკალის თავში, საზოგადოების 80% -ით არჩეული, ჩემივე ნებით უნდა გადავცე მათ ძალაუფლება?! სწორედ ასეთი ტიპის ბრძანებები თუ დირექტივები მოსდით მათ საზღვარგარეთიდან…”
დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც მისი აზრით თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.
აშშ მთელ მსოფლიოში, ფერადი რევოლუციების მოსაწყობად, ძალ-ღონეს არ იშურებს, საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ აბუნტებს ფულზე გაყიდულ ახალგაზრდობას და საზოგადოების “უვარგის” ასაკიან ნაწილს, დაამის შემდეგ, თავს უფლებას აძლევენ განცხადებებით გამოვიდნენ და აღცევნები შეაფასონ?! აშშ, უკვე დიდი ხნის მანძილზე რუსეთის ირგვლივ რკალს კრავს: პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ერაყი, საქართველო, უკრაინა….წლებია, რაც ბელარუსში იგივეს აპირებენ, ამჯერად ჩეხეთის და სხვა ევროპული ქვეყნების “ხელით”, ჯერჯერობით უშედეგოდ, იმედია ბელარუსის პატრიოტი პრეზიდენტი აღკვეთს დასავლურ ექსპანსიას და მოსახლეობის 80%-ით არჩეული კვლავ ღირსეულად გაუძღვება დამოუკიდებელი ბელარუსის მშენებლობას.