პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა

პარიზში პოლიციელის მიერ მოკლული ბიჭის ბებია, მასობრივი არეულობის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. მანიფესტანტებს ის თხოვნით მიმართავს, ძალადობა შეწყვიტონ და მისი შვილიშვილის სიკვდილი, ქაოსის შექმნის საბაბად არ გამოიყენონ.

პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის გარეუბან ნანტერში, პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი, 17 წლის ბიჭი მოკლა. პოლიციელი მალევე დააკავეს, თუმცა მასობრივი არეულობის შეჩერება ვერ მოხერხდა. 4 დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა არეულობის მონაწილე 2 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

გვიან ღამით პრეზიდენტმა მაკრონმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიზისების მართვის ცენტრში, საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც საფრანგეთის პრემიერი და ძალოვანი უწყებების მინისტრები ესწრებოდნენ.