რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში დაპირისპირება გამოწვეულია „კაცობრიობის შემდგომი განვითარების შესახებ შეხედულებების დიამეტრული წინააღმდეგობით“.
მედვედევის თქმით, დასავლურ ქვეყნებს არ სურთ აღიარონ რომ სამყარო რადიკალურად შეიცვალა და კარგავენ დომინირებას.
„ის, რაც ახლა ხდება უკრაინასა და დონბასში, არ არის მხოლოდ რეგიონული კონფლიქტი, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული. ეს არის ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის“, – აცხადებს მედვედევი.
მანვე დასძინა, რომ ომი, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს, ბოლო შანსია იმისთვის რომ მათთვის ხელსაყრელი სტატუს-კვო შეინარჩუნონ.