ზელენსკი – გასული კვირა ფრონტზე რთული იყო, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ

უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უყრაინული ძალები ტერიტორიების დასაბრუნებლად მიმდინარე კონტრშეტევაში წინსვლას აღწევენ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უყრაინას იცავს და გამარჯვებამდე მიჰყავს.

„გასული კვირა რთული იყო ფრონტზე, მაგრამ პროგრესს ვაღწევთ. წინ მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ყველას, ვისაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებამდე მიჰყავს!“, – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.