საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი მდგომარეობა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების საკითხები. ისაუბრეს მედიათავისუფლების, უფლებადამცველთა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე; ხაზი გაუსვეს უმცირესობათა უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

საუბარი შეეხო ასევე ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს.