საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უყრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ალექსანდრ შულგასთან შეხვედრა მიმდინარეობს.
დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უყრაინული მხარის მიერ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებას უკავშირდება.
უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.