ქართველი პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე პირველსავე წუთებზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის თავხედურ მოთხოვნას, ციხიდან გაუშვან მ. სააკაშვილი და, მანამ ეს არ მოხდება, კიევიდან გამოძევებულ იქნას საქართველოს ელჩი:
„უკრაინის პრეზიდენტმა აბსოლუტურად უმიზეზოდ გამოაძევა საქართველოს ელჩი!
უკრაინის პრეზიდენტს, ეტყობა, არ ესმის, რომ ეს არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის შეურაცხყოფა!
მე ვარ ოპოზიციონერი, მაგრამ ყოველთვის დავიცავ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს!!“
– აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ თავის განცხადებაში.