გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ორი ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 31 წლის კაცმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა.

შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.