გაზეთი, რომლის რესპონდენტმაც ირანში COVID-19-ის დამალულ სტატისტიკაზე ისაუბრა, დახურეს. საუბარია ირანის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს გამოცემაზე.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანის კორონავირუსის ეროვნული სამუშაო ჯგუფის ეპიდემიოლოგმა გამოცემას უთხრა, რომ დაინფიცირებულებთან და დაღუპულებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რიცხვები რეალური სურათის მხოლოდ 5%-ს ასახავს და რომ მთავრობამ ვირუსის პირველი შემთხვევა “პოლიტიკური და უსაფრთხოების” მიზეზებიდან გამომდინარე დამალა.
გაზეთის დახურვის ბრძანება მთავრობას დაქვემდებარებულმა მედიის სამეთვალყურეო საბჭომ გამოსცა და ის დაუყოვნებლივ აღასრულეს.
“რუსთავი2”