ვოლოდიმირ ზელენსკი – ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში

ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს უყრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივ მიწვევისკენ, თუნდაც ალიანსში გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდეს. ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ უყრაინა ვერ გაწევრიანდება ნატო-ში ომის დასრულებამდე, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში უყრაინა ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნება.

„სიენენთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არის გადაწყვეტილების მიმღები, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში.

„ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.