საქართველოს ელჩი უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თბილისში დაბრუნება სთხოვეს, – ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფი უყრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო.
„ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მოუწოდეს, თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად“, – განაცხადეს დიპლომატიურ დეპარტამენტში.
უყრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უყრაინაში გადაყვანის საკითხი.