კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკომისიის მიერ. მისივე თქმით, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.
„რეალურად, ყველაფერი, მათ შორის, ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ. კანონმდებლობასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ბუნებრივია, ამაზეც არავითარი დაბრკოლება არ იქნება. ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება, რეალურად შინაარს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.