იტალიამ რუს ოლიგარქებს 2,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„გასულ წელს, იტალიამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაყინა რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით ორი მილიარდი ევროა“, – განაცხადა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა.
იტალიამ ჩამოართვა აქტივები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები, ძვირადღირებული ვილები, იახტები და მანქანები, როგორც ევროკავშირის სანქციების ნაწილი კრემლისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ.
როგორც მედია წერს, ზოგიერთმა ოლიგარქმა, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა, შეიტანა სამართლებრივი საჩივარი, მათ შორის, რუსულ-უზბეკური ლითონებისა და ტელეკომუნიკაციების მაგნატმა, ალიშერ უსმანოვმა.
შეგახსენებთ, ომის დაწყებამდე, იტალიის პლაჟები და პორტები პოპულარული ადგილი იყო რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც ყიდულობდნენ უძრავ ქონებას იტალიაში, მაგალითად, კომოს ტბაზე, სარდინიაზე, ტოსკანასა და ლიგურიის სანაპიროზე.