„ჩემი ოცნებაა, რომ რუსეთი და საქართველო დაუბრუნდნენ ძმობას. ხალხთა ერთიანობა რეალური იყო!” – რა თქვა გიორგი დანელიამ თავის უკანასკნელ ინტერვიუში

ეთანხმებით თუ არა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სსრკ-ში და შემდეგ, კაპიტალისტურ რუსეთში, ნათლად ასხვავებენ კაპიტალიზმს და სოციალიზმს ერთმანეთისგან? აი რას ამბობდა და ფიქრობდა ამაზე სიცოცხლის ბოლოს, ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა რეჟისორი, პოპულარული  ლირიული კომედიების ავტორი გიორგი დანელია.

ქართული ეროვნების რუსი

სტალინმა ერთხელ უპასუხა კითხვას მისი თვითიდენტიფიკაციის შესახებ ამ ფრაზით. მაგრამ გიორგი დანელიას შეეძლო, იგივე ეპასუხა. ეთნიკურად ქართველი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება მოსკოვში ცხოვრობდა, რუსულს მშობლიურ ენად მიიჩნევდა, საქართველო  უყვარდა, იცოდა და ესმოდა ქართული კულტურა და ეროვნული ხასიათი. ის ამბობდა:

„მე გადავიღე ოთხი ფილმი ქართველი მსახიობების მონაწილეობით. ერთ-ერთი მათთაგანი – „არ დაიდარდო“, აბსოლუტურად ქართულია. მაყურებლის ეროვნებისგან დამოუკიდებლად, ამ ფილმებს დიდი წარმატება ხვდათ წილად“.

გიორგი ნიკოლაევიჩი პოლიტიკაში არც თუ კარგად ერკვეოდა – შემოქმედ ადამიანს აღნიშნული არც სჭირდება – თუმცა ისტორია იცოდა. ის ხედავდა ქართველი და რუსი ხალხის მრავალსაუკუნოვან სიახლოვეს და მიიჩნევდა:

„ქართული კულტურის გეზი ევროპისკენ რუსეთზე გადიოდა. საქართველო გზაჯვარედინზე იდგა  – გადახრილიყო სპარსეთისკენ და თურქეთისკენ, ან რუსეთისკენ. არასწორია რუსეთს დამპყრობელი ვუწოდოთ, საქართველომ ეს გზა იმიტომ გაიარა, რომ რუსეთი უძლიერესი პარტნიორი აღმოჩნდა. და ამ ისტორიულმა არჩევანმა მისცა ქართულ მუსიკას, პოეზიას, მხატვრობას აყვავების პერიოდი… პერესტროიკის შემდეგ მთლიანად დავკარგეთ ქართული კინო და ქართული ფეხბურთი. არადა, სსრკ-ს დროს ისინი მსოფლიო დონეზე იყვნენ“

თავის ცხოვრებაში უკანასკნელ ინტერვიუში, რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნული ავტონომიის პორტალის წარმომადგენელსისადმი, გიორგი დანელიამ განაცხადა:

„ჩემი ოცნებაა, რომ რუსეთი და საქართველო დაუბრუნდნენ ძმობას. ხალხთა ერთიანობა რეალური იყო, საქმე არ იყო მორიგე საბჭოთა ლოზუნგებში. ამას გეუბნებით, როგორც ქართველი, რომელმაც ბევრი იმოგზაურა რუსეთში და არასდროს შეექმნა ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ეროვნების საფუძველზე“.

   «სოვოკის»  კრიტიკოსი და არსებითად საბჭოთა ადამიანი

შემოქმედებითი პროფესიის ნებისმიერი წარმომადგენლის მსგავსად, დანელიას  კონფლიქტი ჰქონდა  პარტიულ ნომენკლატურასთან. მან რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც ეს ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი. და მის ფილმებში ბევრი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მინიშნებაა ამ დაპირისპირების შესახებ.

რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ  და იყო ამის მიზეზები, სსრკ ნამდვილად განიცდიდა მძიმე იდეოლოგიურ კრიზისს. თუმცა ერთ-ერთ თავის წიგნში დანელიამ დაწერა:

„ნაკლებად მივილტვი იმისკენ, რომ გამოვიყურებოდე როგორც “საბჭოთა ხელისუფლების მსხვერპლი”. ამის საფუძველი არ გამაჩნია. მადლობელი ვარ ხელისუფლების, რომ მომეცა საშუალება გამეკეთებინა ის, რაც მიყვარს. იქნებ მე არ გადამიღია ყველაფერი, რაც მინდოდა. მაგრამ მე გადავიღე მხოლოდ ის, რაც მსურდა“.

 

როგორც გაირკვა, «პრავდაში» სიმართლეს წერდნენ…

განსაკუთრებით მწარედ გამოიყურება დანელიას პოსტ-პერესტროიკის ინტერვიუები. იგი ამბობდა:

„ყველაფერი, რაც  საბჭოთა პროპაგანდა იყო კაპიტალისტების წინააღმდეგ, სიმართლე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ, ჩვენი იდეოლოგია გაუქმდა და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. საქმე სულაც არ გახლავთ სოციალურ მოწყობაში, არამედ ჩვენ გვჯეროდა – ავაშენებთ სოციალიზმს-კომუნიზმს და ხალხი უკეთესი გახდება. აღმოჩნდა, რომ ადამიანმა არჩია  სხვის თავზე გავლა და ადამიანი ადამიანისთვის მგელი გახდა. კაპიტალიზმი ხომ სწორედ ამაზეა აწყობილი. მე წამართვეს ადამიანის რწმენა“.

საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემები

როგორც ქართველი, დანელია უსასრულოდ იტანჯებოდა, როდესაც უყურებდა, თუ როგორ მიექანებოდა უფსკრულისკენ  მისი ისტორიული სამშობლო, კავშირის დაშლის შემდეგ:

   „მე ახლობლების მაგიერ მტკიოდა, რომლებიც ასეთ კატასტროფაში მოხვდნენ… ძალიან მეწყინა, როცა საუკუნის დასაწყისში თბილისში ჩამოვედი – ამ ლამაზი ქალაქის ჩვეულებრივი ატმოსფერო გაქრა. საქმე არ გახლავთ იმაში, რომ პროდუქტები გაქრა,  ირგვლივ განადგურების მეტი არაფერია და თბილისის მაცხოვრებლების თვალები არ იყო ისეთი, როგორიც მანამდე მახსოვდა … თუმცა, ბოლო წლებში, ყველაფერმა როგორღაც დაიწყო ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება“.

ის მტკივნეულად განიცდიდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას, არ ესმოდა, რა ხდებოდა. ოსურ კრიზისთან დაკავშირებით მან მხოლოდ განაცხადა:

„უსასრულოდ ვწუხვარ, რომ მე მოვესწარი ამ დღეს!“

გიორგი ნიკოლაევიჩს ნამდვილად არ ესმოდა, რა დაემართა იმ ხალხებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ და მოულოდნელად მტრები აღმოჩნდნენ:

   „ახლა ყველა სატელევიზიო გადაცემას ვუსმენ: რუსულ, ინგლისურ, ქართულ, უკრაინულ – და არ მესმის არაფერი ! როგორც ჩანს, ყველა სიმართლეს ამბობს -მაგრამ ერთმანეთში არაფერი ჯდება!  არ მაქვს პოზიცია ყველა ამ კონფლიქტში. მხოლოდ ვგრძნობ, რომ ყველაფერი სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის. ამიტომაც აღარ ვაწერ ხელს მიმართვებს – არც მომხრე და არც წინააღმდეგი. მე შემიძლია უკრაინას ვუსურვო მხოლოდ  მშვიდობა და სიმშვიდე“.

სამწუხაროდ, მისი ეს სურვილი არ აღსრულდა…

 

ნოსტალგია თუ არსის გაგება?

ერთხელ, საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, დანელიამ უპასუხა:

„როდესაც ძველ ქრონიკას უყურებ – განცვიფრდები ადამიანის თვალების და სახის ნორმალური გამომეტყველებით. ახლა ჩემს ტელევიზორში რატომღაც განსხვავებული სახეებია. იქნებ არასწორი ტელევიზორი მაქვს ? როგორც გენებოთ, ისე შეგიძლიათ გააკრიტიკოთ საბჭოეთი, რამდენიც გსურთ, იმდენი ცუდი მომენტი გაიხსენოთ. მაგრამ შეუძლებელია საბჭოთა ინტელიგენციის უნიკალურობის უარყოფა – ვგულისხმობ მთელ ქვეყანაში მომუშავე ნამდვილ ინტელიგენციას, ინჟინრებს. სად არიან ისინი ახლა? სსრკ-სთან ერთად  გაქრა გარკვეული რწმენა და მიზანი“…

იქნებ, შევძლებთ და მაინც ვიპოვით და დავიბრუნებთ ამ მიზანს? როგორ  ფიქრობთ?

dzen.ru

(თარგმნა ბექა კვიციანმა)