ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორზე საპასუხო ავიაიერიში განახორციელა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეტევა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის საპასუხოდ განხორციელდა.

ისრაელის მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს მიწისქვეშა იარაღის ქარხანა, რომელსაც დაჯგუფება „ჰამასის“ ქიმიური მიმართულების დანაყოფი რაკეტის კომპონენტების დასამუშავებლად იყენებდა.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები დაბომბეს. ავიაიერიშების შედეგად, რამდენიმე სახლი დაინგრა. მანამდე, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ღაზას სექტორიდან ნასროლი ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.