ვანდალიზმი გურჯაანში – ჩუმლაყში წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია დაარბიეს და გაძარცვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს.

 

დაზიანებულია ხატები და წაღებულია შესაწირი. გატეხილია საკურთხეველთან არსებული ფანჯარა.

ამ წუთებში ეკლესიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები იმყოფებიან.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

“ნიუპოსტი”