ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადება გააკეთეს.
ჯოზეფ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ სახელმწიფომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. ძალადობის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
“ჩვენ ვგმობთ ძალადობასა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას თითოეული დაკავებულის გათავისუფლებისკენ. ბელარუსის ხელისუფლებამ მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლების დაცვა უნდა უზრუნველყონ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსი ხალხი ელის მათი ხმები ზუსტად დაითვალოს და აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნოს შედეგები, რომლებიც ბელარუსი ხალხის არჩევანს ასახავს.
“მხოლოდ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა უზრუნველყოფს ბელარუსის სტაბილურობასა და სუვერენულობას. ჩვენ გავაგრძელებთ ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას, რათა მომავალში მოვლენების განვითარებასთან ერთად განვსაზღვროთ, რა ფორმას მიიღებს ევროკავშირის პასუხი და ბელარუსთან ურთიერთობები” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
“ტაბულა”