სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა.
ირაკლი მხეიძემ ამ თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე შეცვალა.
რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი მხეიძე 2022-2023 წლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე.