შაჰ დენიზიდან აზერბაიჯანული გაზის ევროპულ ქვეყნებში ექსპორტისა და სამხრეთის გაზსადენის პროექტის უახლოეს თვეებში დასრულებაზე, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა.
“ჩვენი ყურადღება დღეს სამხრეთის გაზსადენის კოროდორის დასრულებისკენაა მიმართული. ეს არის ТАР-ის მეოთხე და უკანანსკნელი პროექტი. შესაბამისად, მთლიანად სრულდება ერთმანეთთან დამაკავშირებელი 3500 კილომეტრი სიგრძის სამი გაზსადენის მშენებლობა და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპულ სივრცეში უკვე შესაძლებელი იქნება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ისტორიული მოვლენაა, რამდენადაც ის “შაჰდენიზის” ბუნებრივი აირის საბადოს სრულად ამუშავების საშუალებას იძლევა.
“შაჰდენიზიდან” გაზის მიწოდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში მოხდება. თუ ალბანეთში გაზსადენი გაჩნდება, მაშინ ისიც ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი გახდება და იქაც მოხდება ექსპორტი. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება სხვა მეზობელ ქვეყნებშიც – ბალკანეთის ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი”,- განაცხადა ალიევმა.
ალიევი ამბობს, რომ “შაჰდენიზი” სულ მინიმუმ კიდევ 100 წელს მოამარაგებს აზერბაიჯანს და მის პარტნიორ ქვეყნებს ბუნებრივი აირით.
ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის პროექტის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
„სამხრეთკავკასიური მილსადენი“ (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით, აკავშირებს თურქეთთან. „ტრანსანატოლიური მილსადენი“ (TANAP – 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან. „ტრანსადტრიატიკული მილსადენი“ (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, მიდის სამხრეთ იტალიამდე.
“ნეტგაზეთი”