11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტის წინა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა.
როგორც უცხოური მედია წერს, ბაიდენმა სურვილი გამოთქვა, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე იხილოს ნატოს სრულუფლებიან წევრად.
პრეზიდენტებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც ნატოს ლიდერები განიხილავენ ვილნიუსის სამიტზე და ასევე გამოთქვეს ერთობლივი ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერაზე.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, შესაძლოა შეხვდნენ მომავალ კვირას ლიეტუვაში.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი ნატოში გაწევრიანებისთვის სრულად არის მზად.
სტოლტენბერგის თქმით, სტოკჰოლმში ყურანის დაწვით მხოლოდ ის სარგებლობს, ვისაც ალიანსის გაყოფა და სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება არ სურს.