უზბეკეთში 9 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა გაიმარჯვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მირზიოევმა ხმათა 87,05% მიიღო. მისმა კონკურენტებმა ხმათა 3%-დან 4 %-მდე მიიღეს.
2023 წლის გაზაფხულზე უზბეკეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდა, ასევე მოხდა წინა ვადების განულება. შავკატ მირზიოევს უზბეკეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა 2037 წლადმე შეუძლია.