აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, მიზანი იყო პოლარიზაცია და გვარამიას განცხადებაც ამის დასტურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – რატომ მიიწვიეს ნიკა გვარამია ევროპარლამენტში.
„შეწყალების მთავარი მიზანი პოლარიზაციის გაღვივება იყო, ამას ვერ ახერხებენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით და სწორედ იმისთვის, რომ უფრო გაეღვივებინათ პოლარიზაცია, სალომე ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს. ეს არის ძალიან ცუდი. მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანი კი არის ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.